უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ საკუთარი Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ოლეშჩუკის თქმით, მას დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ თვითმფრინავი უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს არ ჩამოუგდია.
“მათ ამისთვის დიდ მადლობას უხდის მთელი უკრაინა“. – წერს ოლეშჩუკი.
რუსეთის საჰაერო ძალებთან დაახლოებულ ტელეგრამ-არხ Fightbomber-ზე კი წერენ, რომ შემთხვევა უამინდობის გამო მოხდა და მოიერიშე თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას არ ჩამოუგდია.
