უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმისა და ოდესის ოლქებში 24 დრონი ჩამოაგდეს“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონები რუსეთის ქალაქებიდან პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან, ასევე, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა მოიგერიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლონელი ევროპარლამენტარი – როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? – ამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტის აღდგენაა, შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება