უკრაინის საჰაერო ძალები – რუსული ხომალდი ტაქტიკური ავიაციის ფრთოსანი რაკეტებით განადგურდა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი “ნოვოჩერკასკი” ფეოდოსიის რაიონში საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის ფრთოსანი რაკეტებით განადგურდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 25 დეკემბრის საღამოს და 26 დეკემბრის ღამეს უკრაინის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონიდან 13 ჩამოაგდეს.
რუსებმა დრონები ოკუპირებული ს ბალაკლავასა და ს პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან გაუშვეს.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესის, ხერსონის, მიკოლაივისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.