უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 15 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 14 ჩამოაგდეს. უწყების თქმით, დრონები მიკოლაევის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.
“ოკუპანტებმა უკრაინას რუსეთის ფედერაციიდან (პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან) “შაჰიდის” ტიპის 15 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს,” – ნათქვამია განცხადებაში.