უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ ღამით გაშვებული 35 “შაჰიდიდან” 34 გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 21 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 34 ჩამოაგდეს.
უწყება ამბობს, ოკუპანტებმა “შაჰიდის” ტიპის დრონები სამი ადგილიდან გაუშვეს: ჩაუდა, ოკუპირებულ ყირიმში, პრიმორსკო-ახტარსკში და კურსკი, რუსეთში.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის რეგიონებში.