უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რომ რუსეთის საზენიტო ძალების მსროლელებმა კვირას რუსული მოიერიშე თვითმფრინავი – “სუ-25” ჩამოაგდეს.
“დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსული სუ-25 უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ ჩამოუგდია! ეს არის რუსული საზენიტო მსროლელთა მკაფიო და კოორდინირებული მოქმედებები. რისთვისაც დიდი მადლობა მათ მთელი უკრაინელი ხალხისგან! – დაწერა მან “ტელეგრამზე”.
რუსული “ტელერგამ არხი” Fighterbomber-ი, წერს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი სივრცითი ორიენტაციის დაკარგვა იყო.
