უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინულმა მხარემ რუსების მიერ გაშვებული 25 დრონი ჩამოაგდო, სამმა დრონმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 25 დრონი ჩამოაგდეს, სამმა დრონმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„2024 წლის 25 ივლისის ღამეს, მტერმა უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის მიზნით, კერძოდ, ოდესის ოლქის სამხრეთით და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში, Shahed-131/136-ის ტიპის 38 დრონი გამოიყენა“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 დრონი რუმინეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უკრაინის რადარებიდან გაქრა.