უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა 49 დრონით დონეცკის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებს, ხოლო „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტებით პოლტავის ოლქს შეუტიეს.
„ქვეყნის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით საჰაერო თავდაცვამ 34 სამიზნე ობიექტი ჩამოაგდო, მათ შორის 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
რუსული ძალების მიერ დრონების გამოყენებით განხორციელებული დარტყმები 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო