რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული დარტყმა განახორციელა, მტრის მთავარი სამიზნე უკრაინის ერთ-ერთი აეროდრომი იყო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური იგნატმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსებმა ათობით რაკეტა და ასობით დრონი გაუშვეს.
„მასშტაბური დარტყმა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რაც რუსეთმა ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განახორციელა. მთავარი დარტყმა მიმართული იყო ერთ-ერთი ოპერატიული აეროდრომისკენ, მას მოწინააღდეგე დაესხა თავს“, – აღნიშნა იგნატმა.
მას არ დაუკონკრეტებია, რომელ აეროდრომს გულისხმობდა. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია ქალაქ დუბნოში მდებარე ავიაბაზაზე.
