უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მასირებული შეტევისთვის 215 რაკეტა და დრონი გამოიყენა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზე კომბინირებული დარტყმისთვის გამოიყენეს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტები და სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. ამის შესახებ დღეს, 24 აპრილს იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო უკრაინის დედაქალაქი .
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მასირებული კომბინირებული შეტევა განხორციელდა ს ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის, სარატოვის, ბელგოროდის და პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან, ანექსირებული დან და დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.
საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, 23 აპრილის საღამოს რვის ნახევრიდან მთელი ღამის განმავლობაში აღმოჩენილი იყო მოწინააღმდეგის 215 საჰაერო სამიზნე:
11 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი-მ“;
37 ფრთოსანი რაკეტა Х-101;
6 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერი-კ“;
12 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“;
4 მართვადი საავიაციო რაკეტა Х-59/Х-69;
145 უპილოტო საფრენი აპარატი.
საჰაერო ძალების სარდლობის ცნობითვე, 24 აპრილის დილის 10 საათისთვის დადასტურებული იყო უკრაინის ჯარების მიერ 64 ე.წ. დამრტყმელი დრონის და 7 ბალისტიკური, 37 ფრთოსანი და 4 მართვადი საავიაციო რაკეტის ჩამოდგება.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად კიევში სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.
დღის 12 საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა პავლო პეტროვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” განუმარტა, რომ ნაპოვნია 8 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები. პეტროვის თანახმად, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ეს ნაწილები მეცხრე დაღუპულისაა, თუ უკვე ამოცნობილების.
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც.
კიევსა და ოლქებში დანგრეული, ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფასტრუქტურა.
იმ მონაცემების მიხედვით, რომლებსაც განგაშის შესახებ მოქალაქეების გაფრთხილების მიზნით გასული საღამოდან სოციალური ქსელებით აქვეყნებდა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა, ქვეყნის რეგიონებზე 23 აპრილს, საღამოს შვიდი საათის შემდეგ დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა, 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ კი მათ დაემატა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა.
სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინაში გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის რვის ნახევრისთვის შეწყდა.
ფორუმი