უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა კომბინირებული შეტევისთვის 6 რაკეტა და 24 დრონი გამოიყენა

უკრაინაზე ს დღევანდელი კომბინირებული შეტევის შედეგად არიან დაშავებულები, დაზიანებულია სახლები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მიკოლა ოლეშჩუკის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 12 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 4 ფრთოსანი, 1 ბალისტიკური და 1 აერობალისტიკური რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ყველა დრონი და 6-დან 5 რაკეტა. სამიზნეების გასანადგურებლად საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო ს, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, ხარკოვის და ვინიცის ოლქებში.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, კიევის ოლქში ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტს და დაზიანდა კერძო სახლი. დაშავდა 1 ადამიანი. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სინელნიკოვოს რაიონში დაზიანებულია 9 სახლი. დაიჭრა 2 ადამიანი.
რუსეთის მორიგი შეტევის სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი კიევიც, სადაც ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი და რაკეტა მოიგერია.

ასევე დაგაინტერესებთ