უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა დღევანდელი შეტევისთვის 7 რაკეტა და 123 დრონი გამოიყენა

ს ჯარებმა ზე დღევანდელი სარაკეტო შეტევა ბრიანსკის ოლქიდან და ანექსირებული დან განახორციელეს. ამის შესახებ 12 თებერვალს, დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
7 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ შეტევა იყო კიევსა და კრივოი-როგზე. სარდლობის ცნობითვე, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 6 რაკეტა ჩამოაგდო.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევში 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა სახლები და სხვა შენობები დააზიანა და ხანძრები გამოიწვია ს ოთხ რაიონში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია 3 მრავალბინიანი სახლი და სასწავლო დაწესებულების, სასტუმროს და ერთ-ერთი ადმინისტრაციული სამსახურის შენობები. მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა ს შეუტიეს 123 უპილოტო საფრენი აპარატითაც.
სარდლობის თანახმად, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ს ოლქებში 71 დრონი ჩამოაგდეს, 40 კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ბორისპოლის რაიონში 9 კერძო სახლი დააზიანა, ობუხოვის რაიონში კი ხანძარი გაჩნდა რამდენიმე არასაცხოვრებელ შენობაში.