უკრაინის საჰაერო ძალები – რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 88 დრონით შეუტიეს – უკრაინის თავდაცვის ძალებმა 56 რუსული დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 88 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა 56 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 24 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, კიევის, ოდესის, დნიპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქები დაზარალდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს, რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: სამებაც და სიონიც დღეს პრაქტიკულად სრულად ოცნების წარმომადგენლებს ჰქონდათ ათვისებული – დაკრძალვის ცერემონიაზე არ შეუშვეს ის ხალხი, ვისთან ერთადაც ილია მეორემ ბოლო დღეები გაატარა (ვიდეო)

ჯემალ ცეცხლაძე: არ უცდია, თავისი პოპულარობის, ცნობადობის თუ ნაცნობობის მეშვეობით მარტივად მიახლებოდა, ჩათვალა ჩვენთან – უბრალო მოკვდავებთან ერთად, 7 საათის განმავლობაში მდგარიყო ცოცხალ რიგში