უკრაინის საჰაერო ძალები: მასირებული შეტევისთვის რუსეთმა 5 რაკეტა და 53 დრონი გამოიყენა

რუსეთმა ზე მორიგი მასირებული შეტევისთვის გამოიყენა 53 უპილოტო საფრენი აპარატი და 5 ფრთოსანი რაკეტა. ამის შესახებ დღეს, 7 ივნისს დილით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა. მისი ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ს, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს ხუთივე რაკეტა და 48 დრონი.
კიევის საოლქო სამხედრო-ადმინისტრაციის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. არავინ დაშავებულა. ადმინისტრაცია კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს.
სულ მცირე 2 ადამიანი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია 15-მდე კერძო სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები.
ს მორიგი მასირებული შეტევის გამო უკრაინაში ოთხ საათს გაგრძელდა ღამის სამი საათისთვის გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. დილით გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში საუბარია მხოლოდ მოგერიებულ უკრაინულ დრონებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შედეგების დაკონკრეტების გარეშე აცხადებს, რომ 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ს თავზე, 8 – აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 6 – კრასნოდარის მხარეში, 2 – ბელგოროდის ოლქში და 1 – როსტოვის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ