უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით 364 დრონი და რაკეტა გამოიყენა

რუსეთის ჯარებმა ზე მორიგი კომბინირებული შეტევისთვის 364 დრონი და რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ დღეს, 26 მაისს იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია Х-101 ტიპის 9 ფრთოსანი რაკეტით და 355 დამრტყმელი დრონით Shahed-ი და სხვადასხვა ტიპის უპილოტო-იმიტატორებით. კომბინირებული შეტევა განხორციელდა როგორც ს ტერიტორიიდან, ისე ანექსირებული დან.
სარდლობის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაბამისმა ქვედანაყოფებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებში ჩამოაგდეს ცხრავე რაკეტა და 288 დრონი მოიგერიეს.
საჰაერო ძალების ცნობითვე, ხუთ ადგილას დაფიქსირებულია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით დარტყმა და ათ ადგილას მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა.
უკრაინის ხელისუფლების მიერ დილით გავრცელებული ცნობებით, სახლები დაზიანდა ს და ოდესის ოლქებში. მსხვერპლი არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 26 მაისს, დღის პირველი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, გასულ ღამით მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ქალაქ ნოვოკონსტანტინოვკაში მდებარე სამხედრო აეროდრომის ობიექტებზე, რომლებიც განადგურებულია.
უკრაინას ამ სამხედრო აეროდრომზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
რუსეთი ზედიზედ მესამე ღამეა უკრაინას ინტენსიურად უტევს.
საჰაერო ძლების ცნობით, 24 მაისს რუსეთის ჯარებმა კომბინირებული თავდასხმისთვის გამოიყენეს 264 დრონი და რაკეტა, ხოლო 25 მაისს – 367.
25 მაისს დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის 4 – კიევის ოლქში.
26 მაისს უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 96 უპილოტო საფრენი აპარატი და დილით – კიდევ 7. ყველაზე მეტი, 31 – ბრიანსკის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 6 დრონი მოიგერიეს მოსკოვის მახლობლად.