უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 324 დრონი და 7 რაკეტა გამოიყენა

რუსეთის ჯარებმა ზე მორიგი შეტევა მიიტანეს 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით. ამის შესახებ 28 ივლისს, დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 324 დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტა და 3 აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი”.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო ხმელნიცკის ოლქის ქალაქი სტაროკონსტანტინოვი.
ამ რაიონში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელსაც ს ჯარები რეგულარულად უტევენ.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ჩამოგდებული ან გაუვნებელია 309 დრონი და 2 ფრთოსანი რაკეტა, ხოლო აერობალისტიკურმა რაკეტებმა კი სამიზნეებამდე ვერ მიაღწიეს.
სარდლობა ადასტურებს 2 რაკეტით და 15 დრონით პირდაპირ დარტყმას სამ ადგილზე, თუმცა კონკრეტულ ადგილებს არ ასახელებს.