უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შესახებ იუწყება

დღეს, 21 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ ს ჯარებმა ზე მორიგი მასირებული შეტევა დაიწყეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ადგილობრივი დროით დილის 11 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, Shahed-ის ტიპის დამრტყმელი და ჯერჯერობით დაუდგენელი სახეობის 116 დრონით შეტევა რუსეთის კურსკის, ორიოლის და პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან განხორციელდა. შავი ზღვის აკვატორიიდან შეტევა იყო სამი ბალისტიკური და მართვადი საავიაციო რაკეტით.
უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ს, სუმის, კიროვოგრადის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და პოლტავის ოლქებში ჩამოაგდეს 59 დრონი, 45 „ლოკალურად დაიკარგა“, კიდევ 10 კი უკრაინის საჰაერო სივრცეში რჩებოდა.
საჰაერო ძალების სარდლობა ადასტურებს, რომ რამდენიმე დრონი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა.
უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 18 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 11 – როსტოვის ოლქში, 3 – ბრიანსკში, 2 – კურსკის ოლქში და 1 – ორიოლში.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ 1 კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები – 100 000 გაყავით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც რეალობაა – რადიკალური ოპოზიცია აქამდე კამპანიას ჭკვიანურად ატარებდა, ასეთ შეკრებებს არ მართავდა

პეტრე ცისკარიშვილი – ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა – „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა