რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 97 დრონით შეუტიეს – უკრაინის თავდაცვის ძალებმა 57 რუსული დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 57 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 34 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმის, ოდესის, დნიპროპეტროვსკის, კიევისა და პოლტავის ოლქები დაზარალდა.
