უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, 59 დრონი განადგურებულია

რუსულმა ძალებმა უკრაინას 31 იანვრის ღამეს 102 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 59 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი ლოკალურად დაიკარგა,
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით შეტევა რუსეთის კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან განხორციელდა.
უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება დაფიქსირდა ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)