უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს.
„ღამით რუსმა ოკუპანტებმა ს Shahed-136/131 ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით კიდევ ერთხელ შეუტიეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 12 დრონი გაანადგურეს“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
დღეს დილით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შემდეგაც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ს მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსების სარაკეტო თავდასხმების შედეგად კიევის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა 4 სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. სულ ფრონტის ხაზზე 92 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ