უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 98 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 98 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა და 133 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 98 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 20 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმისა და ს ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ვინიცის, ტერნოპოლის, რივნეს, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.