უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 82 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 82 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 162 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 82 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 75 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ს, ხარკოვის, კიროვოგრადის და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ს, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ვინიცის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის