უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 67 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 139 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 67 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 71 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები კიევის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.
