უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„11:00 საათისთვის მტრის ორი X-59/69-ის ტიპის მართვადი რაკეტისა და 56 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა“, – განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 122 დრონი გაუშვეს, მათგან 56 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 58 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 6-მა კი უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები ს, ჩერკასის, ჩერნიგოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, სუმის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“