უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 53 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 53 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 83 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 53 ჩამოაგდეს, ხოლო 30 ქვეყნის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები ჩერკასის, ოდესის, კიევის, ჟიტომირის, სუმის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?