უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 37 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 37 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 37 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 39 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვის, სუმის, ოდესისა და პოლტავის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ს, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.
ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ სუმში, რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.