უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 35 რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 35 რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს.
„რუსი ტერორისტები არ წყვეტენ თავიანთ განზრახვას, ქვეყნის თბოენერგეტიკული სექტორი გაანადგურონ“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 53 რაკეტა და 47 დრონი გაუშვეს.