უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 13 დრონი და X-59/69 ტიპის 3 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
საზენიტო ბრძოლის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქში 3 დრონი ჩამოაგდეს. 10 რუსული დრონი უკრაინის ჩრდილოეთითა და სამხრეთით გაუჩინარდა, ხოლო რაკეტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობა უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა და ელექტრონული ომის ქვედანაყოფებმა მიიღეს.