უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 130 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 130 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და 178 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 130 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 38 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ოდესის, სუმის, ჩერნიგოვისა და ს ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – მრავალი გამოწვევის მიუხედავად, შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი