უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ჩამოგდებულია რუსეთის ორი რაკეტა და ოთხი დრონი

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ ს საჰაერო იერიშები გვიან ღამით მოიგერია. ჩამოგდებულია ოთხი შაჰედის ტიპის დრონი და ორი რაკეტა, რომელთაგან ორი ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა იყო.
რუსეთის სამიზნე, ამჯერად, როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, ს რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი იყო.
კიევის მიმართულებით მოგერიებული იერიშების პარალელურად, რუსეთი გამუდმებით ბომბავს დონეცკის რეგიონში უკრაინული ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს. ოთხშაბათს, რუსულ საჰაერო იერიშებს რეგიონში ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
რუსული საჰაერო იერიშების ერთ-ერთი სამიზნე იყო დნიპროპეტროვსკიც. გუბერნატორი სერჰი ლისაკი ამბობს, რომ რეგიონში უკრაინულმა ძალებმა გაანადგურა რაკეტების ნაწილი, ნაწილმა კი დანიშნულების ადგილებს მიაღწია, რის შედეგადაც დაზიანდა ორი სახლი და დაშავდა ერთი მოზარდი.
დაძაბულია ვითარება რუსეთის ტერიტორიაზე. სასაზღვრო რეგიონ კურსკში, აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიის შიგნით უკრაინელი სამხედროები შეიჭრნენ, თუმცა კიევი ამ დრომდე ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება