უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, საბრძოლო დავალების შესრულებისას F-16-ის პილოტი დაიღუპა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, საბრძოლო დავალების შესრულებისას F-16-ის პილოტი დაიღუპა.
„ტრაგედიის ყველა გარემოებას უწყებათაშორისი კომისია დაადგენს, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი პილოტი 26 წლის პავლო ივანოვია.
F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტის დაღუპვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.
„დღეს, კაპიტანი პავლო ივანოვი ტრაგიკულად დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. ის მხოლოდ 26 წლის იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მის ყველა თანამებრძოლს. ყველა გარემოებას ვიკვლევთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს