უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცას, სუმის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ტერნოპილის, კიროვოგრადის, ს, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.
„15 რუსული დრონი გაუჩინარდა. უკრაინის საჰაერო სივრცეში მტრის 9 დრონი რჩება. საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ასევე, რუსულმა ძალებმა შავი ზღვიდან ოდესის ოლქის მიმართულებით Х-31-ის ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე – ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს