უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დედაქალაქ ს მიმართულებით რუსების მიერ დღეს დილით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რვა საჰაერო სამიზნე, რომლებიც დედაქალაქისკენ ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავდნენ“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და დედაქალაქსა და კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ