უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს ს უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ს საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო ავრცელებს.
„18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ათეული დრონი გაანადგურა“, – წერს სერგეი პოპკო „ტელეგრამის“ არხზე.
მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცნობისთვის, ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევს თავს დაეხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ