უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 32 რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს ღამით რუსმა ოკუპანტებმა ს 51 დრონით შეუტიეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონით დარტყმამ ოდესაში შენობა დააზიანა, ხარკოვში კი კონტროლირებადი საჰაერო ბომბის აფეთქების შედეგად გზატკეცილი დაზიანდა
ოდესის რეგიონული პროკურატურა წერს, რომ ოდესაში უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა და კიდევ 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
პროკურატურის ინფორმაციით, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, სულ მცირე 10 კერძო მანქანა კი მთლიანად დაიწვა.
როგორც საჰაერო ძალების ანგარიშშია ნათქვამი, შაჰედის ტიპის უპილოტო თვითმფრინავები კრასნოდარის ოლქიდან იქნა გამოშვებული.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 32 დრონი, ხოლო 18 დაიკარგა ლოკაციურად (ეს არის ფორმულირება, რომელსაც უკრაინელი სამხედროები იყენებენ, როდესაც სამიზნე რადარებიდან ქრება).
იმავდროულად, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა, თავის Telegram არხზე დაწერა, რომ რუსული ბომბი მოხვდა “ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საქალაქო გზატკეცილზე“, რის შედეგადაც „დაზიანდა გზის ზედაპირი, ტროლეიბუსის საკონტაქტო ხაზები და ქუჩის განათების ქსელი .” გარდა ამისა, ხარკოვში დაზიანდა ერთი ბენზინგასამართი სადგური, მეორე კი მსუბუქად დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ – დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს

შალვა პაპუაშვილი – სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან – კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს