უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 4 რაკეტა და 62 დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა წუხელ ს „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, „ხ-59/69“ ტიპის 4 მართვადი საავიაციო რაკეტითა და 92 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმა ს ფედერაციის როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებიდან, კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკის, ორიოლის და ოკუპირებული ს მიმართულებიდან განახორციელეს.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის ტაქტიკურმა ავიაციამ მართვადი ბომბებით შეტევა განახორციელა ხარკოვისა და სუმის ოლქებზე.
„ამ დროისთვის დადასტურებულია „ხ-59/69“ ტიპის 4 მართვადი რაკეტისა და 62 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება ოდესაში, ნიკოლაევში, კიევში, სუმში, ხარკოვში, პოლტავაში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, ჩერნიგოვში, დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. უკრაინის სხვადასხვა ოლქში ლოკალურად დაიკარგა მტრის 26 დრონი. ერთი უკრაინის საჰაერო სივრცეშია. საბრძოლო მუშაობა გრძელდება!“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა