8 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 18 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
“საჰაერო ბრძოლის შედეგად მტრის 18 უპილოტო საფრენი აპარატები განადგურებულია ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცკისა და ტერნოპოლსკის ოლქებში”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანაგარიშში.
გარდა ამისა, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
დრონები უკრაინის მიმართულებით პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან ააფრინეს. ასევე, ოკუპირებული ყირიმიდან რუსებმა ისკანდერის ტიპის 2 რაკეტა გაისროლეს.
რუსული იერიშის შედეგად ქალაქ ჩერნომორსკში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.