უკრაინის სარდლობამ დაადასტურა რუსული A-50У-ის ჩამოგდების ფაქტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს რუსული სარადარო თვითმფრინავი A-50.
„განადგურებული რუსული A-50У – ეს არის თვითმფრინავის ახალი მოდერნიზებული ვერსია, რომლის ღირებულება 350 მილიონი დოლარია“, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში.
თვითმფრინავის ჩამოვარდნას მრავალი რუსული წყარო ადასტურებს. სოციალური ქსელები აქვეყნებენ თვითმფრინავის ჰაერში დაზიანების მომენტს. ასევე ქვეყნდება ავარიის ადგილზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი კადრები.
„კრასნოდარის მხარეში ჩამოვარდა “დაუდგენელი საფრენი აპარატი”, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ”ავარიის ადგილზე იწვის ლერწამი”.
კრასნოდარის ოლქის ოპერატიული შტაბის ცნობით, ჩამოვარდა ორი თვითმფრინავი, თუმცა მათი მარკა და კუთვნილება ჯერ არ სახელდება. თვითმხილველებიც ორ ჩამოვარდნილ თვითმფრინავზეც საუბრობენ.
ვარდნას ადგილი ჰქონდა კანევის რაიონის სოფელ ტრუდოვაია არმენიის მახლობლად, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში A-50 თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე კომენტარს არ აკეთებენ.
რუსული Z-სამხედრო კორესპონდენტები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად. “მეგობრულ ცეცხლზე” საუბრობდნენ ისინი 14 იანვრის მსგავსი ინციდენტის შემდეგ.
რუსული მილიტარისტული ტელეგრამარხი Fighterbomber წერს, რომ „ამ დროისთვის უცნობია , ვინ ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი“.
თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეოზე ჩანს, როოგორ ისროდა თვითმფრინავი სითბურ რაკეტებს და ცდილობდა მათი საშუალებით ცეცხლის არიდებას. თუმცა- ვიდეოკადრებში მოჩანს მკვეთრი ნათება, რასაც მოჰყვება დამწვარი ნამსხვრევების გაფანტვა.
А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი იყენებს შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის.
ბორტზე შესაძლოა იყვნენ გამოცდილი სპეციალისტები, რომელთა მომზადებას მრავალი წელი სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ