უკრაინის სამხედრო სარდლობა რადას 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნით მიმართავს – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია საუბრობს. მისი
თქმით, შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ყოვლისმომცველი მიდგომაა საჭირო.
“სამხედრო სარდლობამ 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნა შეიტანა. მთავრობა წესების დადგენაზე მუშაობს. პრეზიდენტმა გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი მიდგომა შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. უბრალოდ ახალი ხალხის შეკრება და მათი პრობლემების გადაჭრა, ვინც ახლა მსახურობს, არ არის გამოსავალი. პარლამენტი ელოდება მზა დოკუმენტს, რომლის განხილვაც შესაძლებელია კომიტეტში”, – განაცხდა არახამიამ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინის არმიას 500 000-მდე დამატებითი ჯარისკაცის მობილიზება სურს.