უკრაინის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგე ესპანელ პენსიონერს პატიმრობა მიუსაჯეს

ესპანეთის სასამართლომ ტერორიზმსა და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებაში დამნაშავედ ცნო 76 წლის პომპეიო გონსალეს პასკუალი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე, მადრიდში სწორედ მან გაუგზავნა ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი კონვერტები ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, უკრაინის და -ის საელჩოებს და სხვა დაწესებულებებს. პასკუალი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგებოდა. 2024 წლის 23 ივლისს სასამართლომ ესპანელ პენსიონერს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
2022 წლის 24 ნოემბრიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ასაფეთქებელი მოწყობილობების შემცველი საფოსტო პაკეტები მიიღეს და გააუვნებლეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში, თავდაცვის სამინისტროში, იარაღის მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში, ევროკავშირის თანამგზავრულ ცენტრსა და აშშ-ის საელჩოში.
2022 წლის 30 ნოემბერს, მადრიდში უკრაინის საელჩომაც მიიღო მსგავსი საფოსტო პაკეტი, რომლის აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა საელჩოს დაცვის თანამშრომელი.
გამოძიება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. პომპეიო გონსალეს პასკუალი 2023 წლის იანვარში დააკავეს ოპერაციისას, კოდური სახელწოდებით „კონვერტი“.

ასევე დაგაინტერესებთ