უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მოსკოვის ოლქში „განადგურებულია” მოიერიშე ვერტმფრენი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში „დაწვეს“ რუსული მოიერიშე ვერტმფრენი მი-24.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ს 92-ე ესკადრილიის ვერტმფრენი „განადგურებულია“ 9-დან 10 ნოემბრის ღამით, მოსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე „კლინ-5“.
დაზვერვის მთავარი სამმართველო არ აკონკრეტებს რის შედეგად „განადგურდა“ რუსული მოიერიშე ვერტმფრენი და იყო თუ არა ეს მოსკოვის ოლქზე დრონებით 10 ნოემბერს განხორციელებული მასირებული შეტევის ნაწილი.
ს ოფიციალური მონაცემებით, 10 ნოემბერს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის ოლქში „გაანადგურა“ 34 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის მიერ დასახელებულ ობიექტზე რაიმე ინციდენტის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.