უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, რამენსკოეს რაიონში, ნავთობსადენის სამი კვანძი გაანადგურეს.
„2025 წლის 31 ოქტომბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სპეციალური ოპერაციის შედეგად, აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის, ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი – კოლცევოის ნავთობსადენი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო არმიას რესურსებით უზრუნველყოფდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური ომის წარმოებისთვის, გამორთულ იქნა” | ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, ნავთობსადენის დრონების საწინააღმდეგო თავდაცვამ არ იმუშავა და სამივე კვანძი, რომლითაც აგრესორს ბენზინი, დიზელი და საავიაციო საწვავი გადაჰქონდა, წარმატებით და ერთდროულად აფეთქდა.
დაზიანებული ნავთობსადენის სიგრძე 400 კილომეტრია. ყოველწლიურად ამ მილსადენით 3 მილიონ ტონამდე საავიაციო საწვავის, 2,8 მილიონ ტონამდე დიზელის საწვავის და 1,6 მილიონ ტონამდე ბენზინის გადატუმბვა იყო შესაძლებელი.




