უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსული ხომალდის განადგურებას ადასტურებს, რომლის ღირებულება 65 მილიონი აშშ დოლარია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ადასტურებს, რომ უკრაინის Magura V5 ტიპის საზღვაო დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ს შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ განადგურდა.
„2024 წლის 4-5 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ თავდასხმა განახორციელა. მისია შედგა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით და უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით“, – აცხადებენ სადაზვერვო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, “კოტოვზე” დარტყმა განხორციელდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქერჩის სრუტესთან ახლოს.
ჩაძირული გემის ღირებულება, დაახლოებით, 65 მილიონი დოლარია.

ასევე დაგაინტერესებთ