უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი – მიმდინარე კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა არ იგეგმება

მიმდინარე კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა არ იგეგმება, – ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში, „სამშვიდობო გეგმის“ განხილვის მიზნით უკრაინისა და -ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
მანამდე, მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მიმდინარე კვირაში, კერძოდ 27 ნოემბრამდე ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში „სამშვიდობო გეგმის“ განხილვას გეგმავდნენ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე -ისა და უკრაინის დელეგაციებმა ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, თუმცა „პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის განსახილველად დატოვეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია