უკრაინის საელჩო უარყოფს, რომ ზელენსკიმ გერმანიაში ვიზიტის დრო შეამცირა

უკრაინის საელჩომ ბერლინში უარყო, რომ პრეზიდენტი იძულებული გახდა გერმანიაში ვიზიტის დრო შეემცირებინა სგან მოსალოდნელი ახალი შეტევის საფრთხის გამო.
საელჩოს განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიზეზით იძულებული გახდა უარი ეთქვა 29 მაისს, ქალაქ ახენში კარლ დიდის სახელობის პრემიით დაჯილდოების ცრემონიაში მონაწილეობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
28 მაისს, გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთისგან სუმის ოლქზე მოსალოდნელი შეტევის გამო ზელენსკი იძულებული გახდა გერმანიაში ვიზიტის დრო შემცირებინა და კიევში დაბრუნებულიყო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბერლინში 28 მაისს ჩავიდა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
ბერლინი კიევს კიდევ 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს.
უკრაინის და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა, რუსტემ უმეროვმა და ბორის პისტორიუსმა ხელი მოწერეს შორ მანძილზე მოქმედების იარაღის შეძენის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.
უმეროვის ინფორმაციით, კომპანია Diehl Defence-თან გაფორმდა უკრაინისთვის სისტემების, IRIS-T და მათი რაკეტების წარმოების კონტრაქტი, რომლის ღირებულება 2,2 მილიარდი ევროა.
ფორუმი