უკრაინის საგარეო უწყება – რუსეთის მოთხოვნა, უკრაინამ დასავლური იარაღი გაანადგუროს, სრული აბსურდი და არაადეკვატურობაა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ს ფედერაცია სრულ არაადეკვატურობას ავლენს, როდესაც აჟღერებს მოთხოვნას დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ყველა სახის იარაღის განადგურების შესახებ.
„რუსი ოფიციალური პირები თითქმის ყოველდღე ახალ აბსურდულ მოთხოვნებს აყენებენ. სრული არაადეკვატურობა. მოსკოვი სრულ უგულებელყოფას იჩენს შეერთებული შტატების მიერ ომის დასრულების მცდელობების მიმართ“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს კომენტარს, რომლის თქმითაც, მ დასავლეთის მიერ გადაცემული ყველა სახის იარაღი უნდა გაანადგუროს.