უკრაინის საგარეო უწყება კიევის რუსეთის ქალაქად მოხსენიების გამო, Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ ფაქტის გამო, რომ გამოცემამ სააღგომო წირვის ტრანსლაციის დროს რუსულ ქალაქად მოიხსენია.
„თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, საჭიროა ბოდიში და გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ დაუშვა შეცდომა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელში.
Fox News-ზე, კიევში მიმდინარე სააღდგომო წირვის ტრანსლირებისას, გამოჩნდა წარწერა „კიევი, “, რომელიც ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩა.