უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებას მივესალმებით

რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებას მივესალმებით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
„ეს ნამდვილად ძლიერი გზავნილი და სიგნალი იყო. რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ და მოლაპარაკებების წარმოება უნდა ვაიძულოთ. ჩვენ -ის ლიდერობა და მეტი ჩართულობა გვჭირდება. პრეზიდენტ ტრამპის ასეთ მკაცრ განცხადებას ნამდვილად მივესალმებით“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
ანდრეი სიბიგა -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ ის რუსეთს სანქციებსა და ტარიფებს დაუწესებს.
„თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც აშშ-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებს ყიდის. ჩვენ ამის გაკეთება მარტივი ან რთული გზით შეგვიძლია და მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „შეთანხმების მიღწევის“ დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – დებატებისადმი მზაობა დაანონსდა და რა წინაპირობა ვნახეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარდა იმისა, რომ სასამართლოს დარბაზებში გაგრძელდა უგვანობა? – განცხადება იყო თვალთმაქცური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე, გარეთ

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი – საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს