უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მკაცრად ვგმობთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას –

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (საქართველო), ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო ს“ ჩატარებას არ აღიარებს და მას განიხილავს „როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე ს ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას“.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (საქართველო), ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას.
უკრაინა არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“ და მას განიხილავს როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას.
მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, კერძოდ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ხელი შეუშალოს მოსკოვის აგრესიულ გეგმებს აღადგინოს იმპერია სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდის გზით.
უკრაინა განუხრელად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო), ე.წ. დამოუკიდებლობას.
რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები , ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისრონ უმკაცრესი პასუხისმგებლობა თავიანთ დანაშაულებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ