უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტუროს და სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

რუსეთს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტუროს და სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
კიდევ ერთხელ ადასტურებს ნებისმიერ ფორმატში მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას, როგორც კი დავინახავთ, რომ ნამდვილად მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი რთული გზის გასავლელად და არა მხოლოდ მშვიდობის შესახებ პოპულიზმისთვის ან 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით ხანმოკლე პროპაგანდისტული ცეცხლის შეწყვეტისთვის“, – წერს ანდრეი სიბიგა.
მისი თქმით, „თუ რუსეთი მზადაა 60 ან 90-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაშინ უკრაინაც მზად არის“.
„რუსეთმა მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საუბარი უნდა შეწყვიტოს და დაიწყოს მოქმედება რეალურ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტაზე უპირობო თანხმობით“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ